პსჟ რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს - ესპანელი ისევ ვერ თამაშობს

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველი სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია და პარიზელთა დახმარებას ვერ ახერხებს. le parisien-ი ამ პრობლემაზე წერს და არც ესპანელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამორიცხავს:

"რამოსი პარიზული კლუბის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო, თუმცა გუნდში ჩარიცხვიდან 4 თვის შემდეგ ის თამაშს ისევ ვერ ახერხებს.

მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კარგად ხედავს, რომ ესპანელი ინდივიდუალურად ემზადება. არგენტინელ სპეციალისტს სურს, გუნდი სამი მცველით ათამაშოს, როგორც ეს უკანასკნელ ტურში, "ლილის" (2:1) წინააღმდეგ იყო, თუმცა სერხიოს ამ ვარიანტისთვის განხილვას ვერ ახერხებს. გამორიცხული არაა, კლუბმა ხელშეკრულების გაწყვეტაზეც
იფიქროს."

შეგახსენებთ, რამოსმა "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასულ ზაფხულს დატოვა და პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altსერხიო რამოსი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

altბოღმა თუ გულდაწყვეტა?! - სილვა პსჟ-ში რამოსის ტრანსფერს გამოეხმაურა

altსერხიო რამოსი - მესის თანაგუნდელობაზე: ეს რომ ადრე ვინმეს ეთქვა...



მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომღაც მგონია რომ თუნდაც მესი და აგერ რამოსიც პსჟში თამაშს არასერიოზულად უყურებენ.პრინციპში ნეიმარიც რას აკეთებს?რთულია არაფრისგან გრანდი გახდე!!!!მითუმეტეს ფერმერების ლიგაში.
აბგდ
18:11 01-11-2021
1
იქნებ მწვრთნელთან განიხილონ კონტრაკტის გაწყვეტა ))
beqa
14:45 01-11-2021
0

სიახლეები პოპულარული