პსჟ რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს - ესპანელი ისევ ვერ თამაშობს

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველი სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია და პარიზელთა დახმარებას ვერ ახერხებს. le parisien-ი ამ პრობლემაზე წერს და არც ესპანელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამორიცხავს:

"რამოსი პარიზული კლუბის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო, თუმცა გუნდში ჩარიცხვიდან 4 თვის შემდეგ ის თამაშს ისევ ვერ ახერხებს.

მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კარგად ხედავს, რომ ესპანელი ინდივიდუალურად ემზადება. არგენტინელ სპეციალისტს სურს, გუნდი სამი მცველით ათამაშოს, როგორც ეს უკანასკნელ ტურში, "ლილის" (2:1) წინააღმდეგ იყო, თუმცა სერხიოს ამ ვარიანტისთვის განხილვას ვერ ახერხებს. გამორიცხული არაა, კლუბმა ხელშეკრულების გაწყვეტაზეც
იფიქროს."

შეგახსენებთ, რამოსმა "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასულ ზაფხულს დატოვა და პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altსერხიო რამოსი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

altბოღმა თუ გულდაწყვეტა?! - სილვა პსჟ-ში რამოსის ტრანსფერს გამოეხმაურა

altსერხიო რამოსი - მესის თანაგუნდელობაზე: ეს რომ ადრე ვინმეს ეთქვა...



მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომღაც მგონია რომ თუნდაც მესი და აგერ რამოსიც პსჟში თამაშს არასერიოზულად უყურებენ.პრინციპში ნეიმარიც რას აკეთებს?რთულია არაფრისგან გრანდი გახდე!!!!მითუმეტეს ფერმერების ლიგაში.
აბგდ
01 ნოემბერი 2021 18:11
1
მესი, ყოველთვის სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ თამაშსს, ახალი გადასულია და ურთულესია ადაპტირება. ეგ უბრალოდ შენ გაწყობს ესე დაინახო და თქვა. მესის შეეშვით. როცა არ გევასება გუნდი, ცოტა მის ქომაგებს ეცი პატივი და კორექტულად გამოთქვი სათქმელი.
აბგდ-ს
01 ნოემბერი 2021 20:02
1
იქნებ მწვრთნელთან განიხილონ კონტრაკტის გაწყვეტა ))
beqa
01 ნოემბერი 2021 14:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული