ჟირუ ბენზემას თან აქებს, თან აკრიტიკებს

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებში ვეღარ მოხვედრასა და კარიმ ბენზემას "მამლების" რიგებში გამოძახების შესახებ ისაუბრა.

"როგორც ყველა ადამიანი, ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ მას მერე ვიგებ, როცა მათ სიას მწვრთნელი დაასახელებს. გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს და მისი მესმის. ვინ ვარ დეშამის თვალში ისეთი, პირველ რიგში რომ მე გამომიძახოს? დავაფასებდი რომ გავერფრთხილებინე, ვიღაც-ვიღაცებს მწვრთნელმა წინასწარ გააგებინა...

ბენზემას დაბრუნებამ ნაკრების თამაშში ტაქტიკური დისბალანსი შემოიტანა. ამას პირდაპირ ვამბობ. კარიმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ბევრი რამ მოხდა. საფრანგეთმა კი ამ პრობლემის
გადაჭრას დიდი დრო მოანდომა. ეს ერთა ლიგაზე დავინახეთ, თუმცა იქამდე საკმაო დრო გავიდა.

კარიმმა 5 წლის დანერგილი სათამაშო სტილი ძალიან სწრაფად შეცვალა. ასე სწრაფად მსგავის ცვლილებები არ უნდა მოხდეს. განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამ დროს ტაქტიკური ორიენტირები უნდა გამოინახოს. მე და ბენზემას კი განსხვავებული სტილი გვაქვს.

ჩვენ შორის პრობლემა არასდროს ყოფილა. კარიმი შეიცვალა, დაღვინდა და დიდ პროგრესს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას გუნდში კარგი ატმოსფერო იყო. ყოველ დღე, ყოველ ჯერზე, ყველა ერთად, ერთ მაგიდასთან საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა,"- განაცხადა ჟირუმ.

მომზადებულია L’Équipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟირუ შენ ხარ თავბურთელი, ბენზემას კი შენგან განსხვავებით შემტევ ნახევარმცველადაც და გარემარბადაც შეუძლია თამაში თუ საქმეს დაჭირდა. შენ მეკარის ხაზთან ახლოს საჯარიმოში გიყვარს დაყუდება, ბენზემა კი ვირი და რაბატიაგაა და ყველგან დარბის
შაკო
18:19 07-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული