ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან", ნამატჩევს კი პარიზული გუნდის ვარსკვლავები ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე გააკრიტიკეს. "ეკიპმა" ამ სამეულს ყველაზე დაბალი შეფასებები დაუწერა: მესის 4, ხოლო ნეიმარსა და მბაპეს 5-5.
ტიერი ანრი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, თუ თავს შვიდი ფეხბურთელით დაიცავ. ეს შეუძლებელია. ჩემთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ. განაპირა მცველები მარტონი არიან, ამიტომ მოედანზე პრაქტიკულად სამი ერთზე მიდის ან სამი ორზე.
საფრანგეთში გუნდებს პსჟ-ის დაცვის გარღვევა არ შეუძლიათ,
ჯეიმი კარაგერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. მოულოდნელია იმის ყურება, როდესაც ევროპაში საუკეთესოობაზე პრეტენზიის მქონე გუნდს გატანა არ შეუძლია.
მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ფეხბურთელების თრევა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხ გუნდს შეუძლია - "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" და "ბაიერნს". ამ გუნდებში "მგზავრები" არ არიან. პსჟ-ს კი სამი "მგზავრი" ჰყავს და ტურნირის მოგების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს.
გული მწყდება, როდესაც მსგავს რამეს ვუყურებ, განსაკუთრებით მბაპეს გამო. თითქმის შემიძლია მესის გავუგო, რომელიც რაც არ უნდა იყოს 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში შეუძლია თავს მოდუნების უფლება მისცეს. თუმცა, არ მგონია პსჟ-ს მისი თრევის უნარი გააჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბარსელონას" კარგა ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.
მბაპე მხოლოდ 22 წლისაა! უკან უნდა ეფრინა, რათა პარტნიორებს "სიტისთან" დახმარებოდა. ის კი მოედანზე დადიოდა".
ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მესის და რონალდოს ამბიციები, გასახდელში თუ მოედანზე, უკვე ჩამორჩება მათ ფეხბურთს, დააკვირდით რონალდოს, გუნდშიც და ნაკრებშიც, ჯიუტად ურტყამს ყველა ჯარიმას, ბოლოს როდის გაიტანა ჯარიმიდან, თვითონაც არ ახსოვს, ალბათ. მესი უბრალოდ აღარ დარბის......
მომავალ წელს ამდენსაც ვეღარ გაქაჩავენ, ასაკი მატულობს და ფეხბურთიც ვითარდება, ის აღარაა, რაც თუნდაც 10 წლის წინათ