"დაინახეთ, როგორ ტიროდა? ის ნამდვილი იყო..." - ანრიმ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტიერი ანრიმ პსჟ-ის ფორვარდზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"ეს ცოტა უცნაურია. "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენივრად ასპარეზობს, მაგრამ ხალხს ამ გუნდისგან მეტი სურს. მათი თამაში იდეალური არ არის, თუმცა საბოლოოდ თითქმის ყველა შეხვედრას სათავისოდ ასრულებენ.

მესი თუ საფრანგეთში სათამაშოდ ოდესმე გადმოვიდოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. არ მეგონა, რომ ის "ბარსელონას" დატოვებდა, მაგრამ ხალხი მას აკრიტიკებს, თუმცა არ არის მარტივი, ყოველდღე შედეგიანი იყო, შემდეგ კი კითხვათა კორიანტელი მოდის... "რა გჭირს? რა ხდება შენს თავს?"

რა თქმა უნდა, ეს სისტემატური
არ არის. სპორტსმენებს ახალ ტაქტიკასთან და თანაგუნდელებთან შეჩვევა უჭირთ.

როდესაც პსჟ-ში თამაშობ, განგსჯიან იმისთვის, რასაც აკეთებ და რასაც არ აკეთებ. ასეთია წარმატებული გუნდის ცხოვრება.

რთულია, როცა ტოვებ გუნდს, სადაც ბავშვობის შემდეგ გამოდიოდი... მაშინ ზედმეტად დიდ ემოციას გამოყოფ, გჭირდება გააზრება, რომ ახალ ლიგასა და გუნდს უნდა შეეჩვიო. დაინახეთ, როგორ ტიროდა? ის ნამდვილი იყო, გულიდან წამოსული...

ადაპტაციას დრო სჭირდება მაშინაც კი, თუნდაც მესი იყო. შენ გიწევს გაუგო იმ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობდი. მჯერა, რომ ის ამას შეძლებს.

ზუსტად ასეთი გზა გავიარე მაშინ, როდესაც "არსენალი" დავტოვე და სათამაშოდ "ბარსელონაში" გადავედი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ინგლისური გუნდიდან წავიდოდი, მაგრამ ასე მოხდა.

დრო გაივლის და ლეო ისევ ისე ათამაშდება, როგორც ამას ადრე აკეთებდა", - განაცხადა ტიერი ანრიმ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი მესის შევხედავ, იმდენჯერ ლაპორტას ვუგზავნი, მამა-პაპურ "მოკითხვას"
rezi
15:18 11-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული