"პარი სენ ჟერმენის" შემტევის, ლიონელ მესის გოლი, რომელიც არგენტინელმა "ნანტის" წინააღმდეგ გაიტანა თვის საუკეთესოდ აღიარეს.
"ალბისელესტელმა" თავის სტილში ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ გადმოიტანა და შორეულ კუთხეში გაუშვა, ის მატჩი კი პარიზელებმა 3:1 მოიგეს.
შეგახსენებთ, 34 წლის სამხრეთ ამერიკელს 9 გამართულ შეხვედრაში 1 გოლი აქვს.
პსჟ კი ლიგა 1-ის მომდევნო შეხვედრა 12 დეკემბერს, "მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით