რამოსის გაძევება - პსჟ იკარდიმ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში პსჟ მარცხს მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადაურჩა - სტუმრად "ლორიანთან" 1:1. შეხვედრა საინტერესო გამოდგა, სერხიო რამოსმა კი წითელი ბარათის მიღება უკვე ლიგა 1-შიც მოახერხა.

აუტსაიდერი მასპინძლები მშვენივრად გამოიყურებოდნენ და კეილორ ნავასის შესანიშნავი თამაში რომ არა, ერთზე მეტის გატანაც შეეძლოთ. "ლორიანი" მე-40 წუთზე დაწინაურდა, ამის შემდეგ, თუკი ლიონელ მესის ერთ საგოლე  ეპიზოდს არ ჩავთვლით, დომინირებდა კიდეც.

სერხიო რამოსი შეხვედრაში მეორე ნახევრიდან ჩაერთო, 5-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გააფრთხილეს და 86-ეზე გააძევეს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 91-ე წუთზე მარიო იკარდიმ გადაარჩინა,
რომელმაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მატჩს მბაპე და ნეიმარი ტოვებდნენ. რამდენად მიეცემა არგენტინელს თავის გამოჩენის შანსი მათი დაბრუნების შემდეგ, რთული სათქმელია.

პარიზელებს 46 ქულა აქვთ, უახლოეს მდევრებს - "ნიცასა" და "მარსელს" კი 13 ქულით აღემატებიან. 

altპოჩეტინიო: "რეალის" დასაძლევად პსჟ-ს საკმაო კლასი გააჩნია

altლეოს პასი და მბაპეს გასროლა - პსჟ მშვენივრად ათამაშდა [VIDEO]

altპოჩეტინოს წყალი შეუყენეს - პსჟ-ს სათავეში ფრანგული დუეტი ჩაუდგება?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ესეთი რამოსის წასვლა, პერესის კისერზეა. ასევე ლეო მესისაც, რომელსაც ნამდვილად არ უნდოდა ბარსას დატოვება, მაგრამ "ფულის გულისათვის" ლაპორტამ ნაღდად გაწირა, ესეთი დონის ფეხბურთელი. ამ ორმა გაიძვერა "პრეზიდენტებმა" სხვა გამოსავალი დაუტოვეს?
მწარე სიმართლე.
17:56 23-12-2021
1
სუფთა ცხენი :/ რეალიდან რო კაცი წავა... ჩათვალე ფეხბურთიდანაც უნდა წახვიდე... რამოსი ვარანი რონალდო ზიან და მოთქვამენ )) სად იყვნენ და სად ყრიან ეხლა :/
რომა
14:09 23-12-2021
7

სიახლეები პოპულარული