აუტსაიდერი მასპინძლები მშვენივრად გამოიყურებოდნენ და კეილორ ნავასის შესანიშნავი თამაში რომ არა, ერთზე მეტის გატანაც შეეძლოთ. "ლორიანი" მე-40 წუთზე დაწინაურდა, ამის შემდეგ, თუკი ლიონელ მესის ერთ საგოლე ეპიზოდს არ ჩავთვლით, დომინირებდა კიდეც.
სერხიო რამოსი შეხვედრაში მეორე ნახევრიდან ჩაერთო, 5-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გააფრთხილეს და 86-ეზე გააძევეს.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 91-ე წუთზე მარიო იკარდიმ გადაარჩინა, რომელმაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მატჩს მბაპე და ნეიმარი ტოვებდნენ. რამდენად მიეცემა არგენტინელს თავის გამოჩენის შანსი მათი დაბრუნების შემდეგ, რთული სათქმელია.
პარიზელებს 46 ქულა აქვთ, უახლოეს მდევრებს - "ნიცასა" და "მარსელს" კი 13 ქულით აღემატებიან.
პოჩეტინიო: "რეალის" დასაძლევად პსჟ-ს საკმაო კლასი გააჩნია
ლეოს პასი და მბაპეს გასროლა - პსჟ მშვენივრად ათამაშდა [VIDEO]
პოჩეტინოს წყალი შეუყენეს - პსჟ-ს სათავეში ფრანგული დუეტი ჩაუდგება?