მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
გუშინ, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, "პარი სენ ჟერმენისა" და "ლორენის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. პარიზელების მხრიდან ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა.

პსჟ-ის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გოლის გატანა ვერც ამჯერად მოახერხა, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა. "ალბისელესტეს" კაპიტანმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მსგავსი შედეგი ლეოს 2006/07 წლების სეზონში ჰქონდა.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენს" "ბარსელონადან" 2021 წლის 10 აგვისტოს შეუერთდა. მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე 16 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ ამ ფეხბურთელს ოქროს ბურთი ძალით შეტენეს
3
ეე პესი პესი ბარსას გარდა ვერსად თამაშობ. წასულიყავი ნიულს ოლდ ბოისში ძველ გუნდს მაინც გაახარებდი
Dima
21:19 24-12-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული