L'Equipe-ის ცნობით, ფრანგულ პსჟ-ს სეზონის ბოლომდე 100 მილიონის ღირებულების ფეხბურთელების გაშვება მოუწევს, რათა ფინანსურ-სამართლებრივი ნორმა არ დაარღვიოს.
წყაროს თქმით, 2022 წლის ზაფხულამდე პარიზელებს მაურო იკარდი, იულიან დრაქსლერი, ლეივინ კურზავა, რაფინია, აბდუ დიალო და სერხიო რიკო დატოვებენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ლიგა 1-ში "პარი სენ ჟერმენი" მეორეადგილოსან "ნიცას" 13 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 9 იანვარს, "ლიონის" წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით