მესი პსჟ-ში ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის განმეორებითი ტესტისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, პარიზში დაბრუნდა და კლუბის ბაზაზე ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში.

RMC Sport-ის ცნობით, მესი თავს მხნედ გრძნობს, მაგრამ განცალკევებით ემზადება.

9 იანვარს პსჟ ლიგა 1-ის მე-20 ტურში "ლიონს" დაუპირისპირდება და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს არგენტინელი.

მესიმ ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლეო მიაწექი, შენი ფანები შენს გვერდით ვართ.
ფანები
11:54 07-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული