რამოსმა გაიტანა, მესი მოედანს დაუბრუნდა, პსჟ-მა დიდი სხვაობით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "რეიმსს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

მასპინძლები შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, 44-ე წუთზე თავი მარკო ვერატიმ გამოიჩინა.

მე-2 ტაიმში პარიზელების მხრიდან გოლები სერხიო რამოსმა (62), მარკო ვერატიმ (67) და დანილო ფერეირამ (75) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთზე მოედანზე ლიონელ მესი შემოვიდა, თუმცა არგენტინელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ პსჟ 53 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მეორეადგილოსან "ნიცას" კი 11 ქულით ასწრებს. მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.

"რეიმსი" 24 ქულით მე-14
ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში (6 იანვარს) კი "ბორდოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი, თამაშის მიმდინარეობისას, ვერატიმ დუბლი შეასრულა, დაწერეს კიდეც, გადამოწმების შემდეგ… შენ კი ავტოგოლად მიათვალე… რა ვიცი სხვა დანარჩენი მიმოხილვაში სწორად წერია?
ავტორს
17:32 24-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული