12 მილიონ ევროზე მეტი - პსჟ ზიდანს მეგაკონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს.

დირექტორთა საბჭოს განცხადებით, 49 წლის სპეციალისტს ფრანგული გუნდის გაცილებით უკეთ ათამაშება შეუძლია. თუ Foot Mercato-ს დავეყრდნობით, პსჟ-ის ბოსებმა მადრიდის "რეალის" ექსმწვრთნელს მსუყე შეთავაზებაც გაუკეთეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინი წელიწადში 12 მილიონზე მეტს მიიღებს. რაც შეეხება კლუბის ამჟამინდელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინო ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული