ლიგა 1-ის 23-ე ტურში "მარსელმა" "ანჟერს" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.
სტუმრები მე-11 წუთზე 2:0 იგებდნენ, გოლები ანხელო ფულგინიმ (8) და ნაბილ ბენტალებმა (11) გაიტანეს, შემდეგ კი მასპინძლებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და მეტოქის კარი ზედიზედ 5-ჯერ აიღეს, მივყვეთ თანამიმდევრობით.
მე-18 წუთზე არკადიუს მილიკმა სხვაობა შეამცირა, 21-ე წუთზე კი გერსონმა წონასწორობა აღადგინა, 70-ე და 78-ე წუთებზე მილიკმა სტუმართა კარი კიდევ ორჯერ აიღო და ჰეთრიკი შეასრულა, საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ჩენგიზ უნდერმა დააფიქსირა.
ამრიგად, "მარსელი" 43 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 13 თებერვალს, "მეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ანჟერი" 29 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, ლიგა 1-ის 24 ტურში (13 თებერვალს) კი "სტრასბურგს" უმასპინძლებს.