დიდი ალბათობით, მაურისიო პოჩეტინო მომავალ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს, მის ნაცვლად კი გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს. თუ ფრანგი სპეციალისტი პარიზულ გიგანტს სათავეში ჩაუდგება, მაშინ გუნდში კრიშტიანო რონალდოს მოყვანას შეეცდება.
შეგახსენებთ, ორმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა ერთად მადრიდის "რეალში" იმუშავა და არაერთი ტიტულიც მოიგო.
Daily Mirror-ის თქმით, ზიდანი მომავალ ზაფხულს გუნდს აუცილებლად ჩაიბარებს, ამ ყველაფრის შემდეგ კი, პირველ რიგში, რონალდოს მოყვანას აპირებს.
მოგეხსენებათ, პსჟ-ის ხელმძღვანელობა პორტუგალიელს გასულ წელსაც დაუკავშირდა, თუმცა კრიშტიანოსგან უარი მიიღო, გადაწყვიტა ინგლისში, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებულიყო, თუმცა "წითელი ეშმაკების"
თავის მხრივ, მაურისიოს სამსახურით მანჩესტერელები ინტერესდებიან. მოგეხსენებათ, დიდებულ გრანდს დროებით რალფ რანგნიკი წვრთნის.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით