რამოსის "რეალთან" თამაში საეჭვოა - ფეხბურთელს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება სურს

AutoSharing Option
10 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის "რეალი" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს.

30 იანვარს ესპანელმა მცველმა ტერფის ტრავმის გამო ვარჯიში ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერხიოს "ბერნაბეუზე" თამაში შეუძლებელია, თუმცა, თვითონ ფეხბურთელის თქმით, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა "ბლანკოსის" წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს.

შეძლებს თუ არა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი პსჟ-ის დახმარებას, ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი პარიზელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის თამაში სულ საეჭვოა, რაც პსჟში გადავიდა
: )))))))
17:53 05-03-2022
1

სიახლეები პოპულარული