მესი და რონალდო ერთად პარიზში, თუ მბაპე წავა, ამ სუპერფორვარდს იყიდიან - რა გეგმები აქვს პსჟ-ს მძიმე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" მძიმე მარცხის შემდეგ პსჟ დანებებას არ აპირებს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

უკვე იწერება იმის შესახებ, გუნდის ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრანსფერი "ბლანკოსში" პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ამის შესახებ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომ თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და ლეონარდომ ფრანგი ფორვარდი დარჩენაზე ვერ დაიყოლია, პარიზელები მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას შეეცდებიან.

ამას გარდა, აქტიურად მიდის საუბარი "პარკ დე პრენსზე" კრიშტიანო რონალდოს გადაბარგებაზეც. ინგლისური პრესის ინფორმაციით, თუ
"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" აუცილებლად დატოვებს.

უკვე ვრცელდება ცნობა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კრიშტიანოს შემცვლელის ძებნაც კი დაიწყო და ასეთად "ევერტონის" ბრაზილიელი შემტევი რიშარლისონი ჰყავთ შეგულებული.

მოკლედ, პარიზში მორიგი ცხელი ზაფხული იქნება და როგორც ჩანს, მორიგ ხმაურიან გარიგებებსაც ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სოსოს-ს.ორი მოწონება აქვს შენს კომენტარს და აქედან ერთი ჩემია.მეც მესისტი ვარ და მისი ფასი არ მესწავლება.უბრალოდ ეს პროექტი პსჟ-ში თუ განხორციელდა,ეგ მთავარი მიზეზი,მაინც არ აღმოიფხვრება და საჭიროდ აღარ ჩავთვალე,სახსენებლად.წინა კომენტარებში ნათქვამი მაქვს,რომ მხოლოდ მბაპე თამაშობს აღმაფრენით,მესი და ნეიმარის თამაში კი,უფრო მუშაობას ჰგავს,მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მუშაობას.ალბათ არ გესწავლება,რომ ხასიათგაფუჭებულ კაცს,უფრო მეტად სტკივა და უფრო მეტად იღლება.ბარსელონაშიც რომ დააბრუნოს ლაპორტამ,მეეჭვება ის ბზარი გამთელდეს,რაც მესის გულში დაუტოვეს.ის ხომ მსუბუქი ფორმის აუტიზმით არის დაავადებული და ასეთი რამეები,განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის.არ შეიძლებოდა, მისი ბარსელონადან გაშვება.მისთვის, კომფორტის ზონა უკვე აღარ არსებობს.
სოსო
11 მარტი 2022 13:37
2
როგორც არ უნდა ვიფიქროთ. ეს ძალიან მაგარი იქნება კარიერის მიწურულს ორი ლეგენდის ერთად თამაში, რომლებმაც ფეხბურთის ახალი ეპოქა შექმნეს.მათი დუეტი ძალიან მაგარი იქნება, თითოეული მომენტი, უბრალოდ უნდა ისიამოვნონ თამაშით
ნიკა გაბრიაძე
11 მარტი 2022 13:25
1
და ლევანდოვსკიც თუ დაითანხმეს მართლა გრანდიოზული ამბავი იქნება ამ სამი ადამიანის ერთად თამაში!!! მბამპე და ნეიმარის გაყიდვის შემდეგ ძაანაც რომ რეალური ამბავია.
ზურა
11 მარტი 2022 18:02
1
ფინანსურად კიდევ შეიძლება მომგებიანი იყოს,მაგრამ ნეიმარი,მესი,დი მარია და რონალდო ერთად?რამდენი წლისები არიან?ეს გუნდი,ლეგენდების დაისის სახელწოდებით შევა ისტორიაში და ვერაფერს მიაღწევს.ყოველ ამათგანს,გვერდით,ახალგაზრდა,ამბიციური და ენერგიით სავსე პარტნიორები სჭირდებათ,რომლებსაც დატვირთავენ და უხელმძღვანელებენ.შავი სამუშაო ვინღა უნდა შეასრულოს?ვერც ერთი ამათგანი,მთელი თამაში პრესინგს ვერ ითამაშებს და ვერც დაცვას მიეხმარება.ბურთი კი,ამ ფეხბურთელებამდე ვერ მიაღწევს(მეტწილად).
სოსო
10 მარტი 2022 15:33
1
სოსო შენ გავიწყდება მესი რა ფსიქოლოგიური ტრავმით გამოუშვეს ბარსადან, როგორ გგონია ეს სათამაშო შედეგებზე, ფორმაზე არ აისახებოდა? მითუმეტეს მესი ცნობილია როგორც ხასიათის ფეხბურთელი. მითუმეტეს უცხო გუნდში, უცხო ქვეყანაში თანაც მენტალურად სულ სხვანაირები არიან , მესისთვის ეს ყველაფერი მძიმე მისაღებია.სანამ გაუშვებდნენ ახვრები ლეოს, მშვენიერ ფორმაში იყო და ბევრ ლამაზ თამაშსაც შემოგვთავაზებდა. ეხლა ხალის და სტიმულ დაკარგული გადის მინდორზე და ამას ვერ ამჩნევთ? ლევანდოვსკიც უკვე რამის 34-წლის არის და დაფრინავს თავის გუნდში და გოლი გოლზე გააქვს იმიტომ, რომ მაგარი მხარდაჭერა აქვს, ასევე ბენზემასაც, რა ორივე 20-წლისანი არიან? უბრალოდ მესი გაწირეს და შედეგიც სახეზეა. ისე, რომ ამ ოხერ ასაკებს შეეშვით. მიზეზებზე გააკეთეთ აქცენტი, თუ რატომ არის მესი ასეთ მსგომარეობაში.
სოსოს.
11 მარტი 2022 10:55
0
რატომ?მე მათ არც დავცინი და მით უმეტეს,არც შეურაცხყოფას ვაყენებ.ოთხივე ჩემთვის საყვარელი და უაღრესად დაფასებული ფეხბურთელი და პიროვნებაა,მაგრამ ასაკი ემატებათ,ტრავმებიც,სისწრაფე და გამძლეობა კლებულობს.მესი რომ მესია,ვეღარც ჯარიმებს ურტყამს ძველებურად,ვეღარც დრიბლინგებს აკეთებს ძველებურ დონეზე და ვეღარც იმდენს მოძრაობს.ასევეა რონალდოც და ნაწილობრივ ნეიმარიც.დი მარიას თამაშებს ნაკლებად ვუყურებდი და ახლა ფიზიკურად რა მდგომარეობაშია,ვერ შევადარებ.დიდი რონალდოს სიტყვები მახსენდება,ფეხბურთს თავი რომ დაანება,მინდა რაღაცა გავაკეთო და სხეული აღარ მომდევსო.ყველა,ოთხივე ეს ფეხბურთელი დიდ ოსტატებად რჩებიან,მაგრამ ფორმის პიკი უკვე გავლილი აქვთ და ძველებურ აფეთქებებს არ უნდა ველოდოთ,დიდი ხნის განმავლობაში მაინც.შავ სამუშაოს ისინი ვერ შეასრულებენ,თუნდაც ძველებურ დონეზე,დანარჩენი 6 მინდვრის მოთამაშე კი,პსჟ-ს დაცვის და ნახევარდაცვის საიმედოობას ვერ უზრუნველჰყოფს,სულ ვარსკვლავებითაც რომ დააკომპლექტონ.კი,ძალიან საინტერესო იქნება მესის და რონალდუს ერთად ნახვა,მაგრამ ნაკლებად შედეგიანი.
სოსოს-ს
11 მარტი 2022 00:14
0
ყველა გამოხმაურება
"დრონი მეფობენ და არა მეფენი" - მართალია უკვე ისეთები არარ არიან ეს ორი სუპერგიგანტი, მაგრამ მინიმუმ 1 დიდებული ტაიმები კი შეუძლიათ შემოგვთავაზონ, რა თქმა უნდა თუ საკუთარ გოლზე არ იფიქრებენ და ერთმანეთს არ შეეჯიბრებიან))))))))))))))) მართლაც ძალიან საინტერესო იქნება მესის და რონალდუს ერთად ხილვა
llcl
10 მარტი 2022 13:26
3
გია გეთანხმები ყველა სიტყვაში.
გიას
10 მარტი 2022 19:41
1
ნუ შეაკიკინეთ.
iici-s
10 მარტი 2022 19:22
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული