ხელაიფიმ ნეიმარის გაყიდვა გადაწყვიტა - გამონაკლისი არ არსებობს

AutoSharing Option
როგორც ესპანური Marca წერს, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელი ნასერ-ალ ხელაიფი ნეიმარით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ფრანგული გუნდი მადრიდში "რეალთან" 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათმაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

კატარელ ემირს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მობეზრდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2017 წელს გადახდილი 222 მილიონი ევრო ნაკლებად გამართლდა. კი იყო რიგი წარმატებები, გაყიდული მაისურებიდან შემოსული დიდი ოდენობით თანხა, თუმცა ამ ყველაფერს ხაზს სხვა ფაქტორები უსვამს, როგორებიცაა მამამისის კლუბის წარმომადგენლებთან ცუდი ურთიერთობა, გამუდმებული ტრავმიანობა, მოედნის გარეთ უამრავი პრობლემა, ეს ყველაფერი კი, ლოგიკურია, რომ სპორტსმენის
სათამაშო ხარისხს დაღს ასვამს.

ხსენებულ მადრიდულ შეხვედრაში ნეიმარმა და მესიმ მოედანზე, ფაქტობრივად, ვერაფერი შემოგვთავაზეს, იმავე Marca-ს ინფორმაციით კი, ხელაიფი მომდევნო წელს ბრაზილიელს ყველანაირი გამონაკლისის გარეშე გაყიდის. სიმართლე რომ ვთქვათ, ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელის საფრანგეთში გადაბარგება, შესაძლოა, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატრანსფერო შეცდომად ჩაითვალოს. ნეიმარისთვის 222 მილიონი ევროს გადამხდელი დღეს არავინაა, თუმცა დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში რამდენიმე გუნდი სიამოვნებით წაიყვანს...

სრულდება ბრაზილიელის კარიერა?

სამწუხაროდ, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საფეხბურთო სამყარო უდიდეს კარიერას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მივიღეთ მსგავსება რონალდინიოსთან. ორივე ფეხბურთელი საუკეთესოდ "ბარსელონაში" გამოვიდა, "ბლაუგრანას" დატოვების შემდეგ კი დაღმასვლა დაეწყოთ. "სელესაოელი", შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდეს, თუმცა ალბათ ისე ვერასდროს ითამაშებს, როგორც ამას კატალონიაში ახერხებდა.

ჯერჯერობით უცნობია ხელაიფის პოზიცია, რეალურად სურს თუ არა, რომ ნეიმარი გაყიდოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე რო გუნდის მფლობელი ვიყო 30 მილიონზე მეტს არ გადავიხდიდი და ამაზეც დავფიქრდებოდი.ჯერ ერთი მაგის მაიკებზე თავს არავინ გაიგიჟებს,მეორე თავისი პიჟონობით დიდი შანსია გუნდში სიტუაცია ამირიოს.სად მაქვს გადასაყრელი მილიონები,ძლივს დავალაგე სიტუაცია გუშინ მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი.აგერ 15 მილიონად რუბინი სიხარულით მომყიდის ხვიჩას და 2 მილიონად გენტისგან ჩაკვეს გამოვისყიდი-ნაკრებშიც სულ გავუშვებ ორივეს და ცივ ნიავს არ მივაკარებ(გამისწორდა და გავაგრძელებ)
დაზოგილ მილიონებს ქველმოქმედებაში ჩავდებ,ამდენი გაჭირვებულია და რა არის ჩვენი წუთისოფელი.შიშვლები მოვდივართ-და შიშვლები მივდივართ.
გამომიარეთ რამეს გაჩუქებთ:)
Levani
13:36 11-03-2022
7
დამთავრებულია ნეიმარის ფეხბურთი...ჯერ ერთი 30 წლისაა და ზოგადად ბარსელონადან რომ ფეხბურთელი წავა..თან ლიგა 1-ში..მისი კარიერა მორჩა...პლუს 2 ჯერ ისეთი ტრავმა მიიღო...დღესდღეობით ერთი საშუალო დონის ფეხბურთელია..
Labirinti...
17:21 11-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული