Mundo Deportivo: მესი პსჟ-ს არ დატოვებს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენს" არ დატოვებს.

შეგახსენებთ, არგენტინელ ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

სამხრეთამერიკელი სპორტსმენისთვის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. პარიზული კარიერის პირველ სეზონში ფრანგებმა მადრიდის "რეალის" ბარიერი ვერ გადალახეს.

მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალბისელესტეს" კაპიტანს გუნდის დატოვება და უკან, "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, თუმცა დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

რაც შეეხება მესის სტატისტიკურ მონაგარს, ამ სეზონში ლეომ პსჟ-ის მაისური 29 მატჩში მოირგო (ყველა ტურნირზე) და თავი 8 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეგენდა! ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი.
ნონა.
18:11 20-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული