პსჟ-მა მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს გადაყენების პროცესი დაიწყო, - იტყობინება "ტაიმსი".
გამოცემის ცნობით, პოჩეტინიოს სამსახურიდან გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო დაითხოვენ და მას და მის სამწვრთნელო შტაბს კომპენსაციის სახით დაახლოებით 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.
პოჩეტინიომ პსჟ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია, მაგრამ მას სურს, საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამი შეცვალოს.
აგრეთვე სახელდება ანტონიო კონტეს კანდიდატურა, რომელსაც უნდა, ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.
აგრეთვე სახელდება ანტონიო კონტეს კანდიდატურა, რომელსაც უნდა, ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.