პსჟ-ის ფანები სკანდირებდნენ: "Puta Madrid" - თქვენ ზრახავთ მბაპეს?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა არ ისურვა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს და სეზონში 93 მილიონს გამოიმუშავებს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ცნობისათვის, მესის სეზონური გასამრჯელო 35 მილიონია, ხოლო ნეიმარის 30 მილიონი. ეს სამეული მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

ერთი სიტყვით, მბაპემ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას ფული არჩია, ძალიან დიდი ფული. პსჟ-ში ამ ტიტულებს, ალბათ, ვერ მოიგებს და პრაგმატული არჩევანი გააკეთა.

ვგმობთ მის საქციელს? ერთი წუთით ოცნებას მივეცეთ დ თავი მის
სიტუაციაში წარმოვიდგინოთ - 600 მილიონზე უარს ვიტყოდით?

"მარკა" იტყობინება, რომ როდესაც "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიანთან თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა, პარიზული გუნდის გულშემატკივრებმა სკანდირება დაიწყეს: "Puta Madrid". ალ-ჰელაიფი და მბაპე გაჩუმდნენ და ღიმილით მათ გაჩერებას ელოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რაში უხდიან ამდენ ხელფასს ან ერთს ან მეორეს ან მესამეს.ნეიმარი საერთოდ ბრაზილიის სირცხვილია,მესის 5 წელია მნიშვნელოვან თამაშში გოლი ან საგოლო პასი არ გაუკეთებია,ხოლო მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყოველწელს უკლებს დონეს.
სირცხვილია
21:37 22-05-2022
10
ისე აკრიტიკებენ კომენტარებში მბაპეს გეგონება თვითონ უარს იტყოდნენ მაგდენ ფულზე. მარა კომენტარების წერა და სხვისი კრიტიკაა ადვილი.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული