მბაპე ხელმძღვანელობას არ ეთანხმება, ფრანგს ახალი მწვრთნელის შერჩევა თავად სურს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, მთავარი მწვრთნელის არჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება სურს.

შემტევს კრისტოფ გალტიეს კანდიდატურა არ ხიბლავს და ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა BEIN Sports-ი აქვეყნებს.

გალტიეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან მის კანდიდატურას მხარს გუნდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის ოკამპოსი უჭერს.

მბაპეს ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის კანდიდატურა იზიდავდა, თუმცა ფრანგმა ლეგენდამ პსჟ უარით გაისტუმრა.

კრისტოფ გალტიე წარსულში "ლილში" მუშაობდა, სადაც გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტული მოაპოვებინა. ამჟამად კი "ნიცას" თავკაცობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან ძაან გადა...ა თავზეე @ ბარემ საფრანგეთის პრეზიდენტიც ამან დანიშნოს DD
zura222
18:47 13-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული