პსჟ-მა "ნანტი" 4:0 დაამარცხა და საფრანგეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 31 ივლისს, საფრანგეთის სუპერთასის ფინალურ გათამაშებაში, "პარი სენ ჟერმენი" "ნანტს" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

პარიზელების მხრიდან ანგარიში ლიონელ მესიმ 22-ე წუთზე გახსნა. ნეიმარმა 45+5 წუთზე სხვაობა ორბურთიანი გახადა.

მეორე ტაიმის 57-ე წუთზე სერხიო რამოსმა "ნანტს" მესამე გოლი გაუტანა, ნეიმარმა კი 82-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, პსჟ-მა ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო სუპერთასი, კრისტოფ გალტიემ (მთავარმა მწვრთნელმა) კი პარიზელებთან ერთად პირველი ტიტული დაისაკუთრა.

რაც შეეხება ლიგა 1-ს, "პარი სენ ჟერმენი" პირველი ტურის მატჩს 6 აგვისტოს, "კლერმონის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ,პარიზელებს და განსაკუთრებით, ლეო მესის! ლეოს მიერ მართლაც თავის სტილში გატანილი გოლი, სუპერ!
ლეო, ეგ ერთი და სხვა მრავალი!
12:25 01-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული