თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ვერ ითამაშებს.
პსჟ-ის საიტის ცნობით, 23 წლის მბაპეს კუნთის პრობლემა აქვს და ამის გამო 6 აგვისტოს თავის გუნდს "კლერმონთან" ვერ დაეხმარება.
მბაპე სამი დღის შემდეგ გაივლის მედშემოწმებას და გირკვევა, როდის შეძლებს დაბრუნებას.
კილიანმა ზაფხულში "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და საფრანგეთის სუპერთასზე "ნანტთან" ითამაშა.
გასულ სეზონში მან 46 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.