პსჟ მესის ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ცნობილია, ხელშეკრულების პირობებიც

AutoSharing Option
El Larguero-ს ინფორმაციით, პსჟ გუნდის არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

პარიზელები მზად არიან, 35 წლის ვარსკვლავს 1 წლით გაუხანგლძრივონ შრომითი ხელშეკრულება, სადაც იქნება პუნექტი, რომ კონტრაქტის გაგრძელება მხარეების სურვილის შემთხვევაში, კიდევ 1 წლით იქნება შესაძლებელი.

თუ მესი ამ პირობებს დასთანხმდება, ის 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ლეოს "პარკ დე ფრენსის" ბინადრებთან" შრომითი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით არგენტინელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ეს ამბავი სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატის მერე გადაწყდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული