მესი "ბენფიკასთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" მატჩის წინ პსჟ-ის მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ თავისი გუნდის თავდამსხმელის, ლეო მესის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"მესის "ბენფიკასთან" პირველი შეხვედრისას კუნთის დისკომფორტი ჰქონდა. ყველას გვეგონა, საპასუხო დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებდა, მაგრამ თამაშებს შორის ძალიან მოკლე შუალედია, მხოლოდ ექვსი დღე. თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, თუმცა არ გარისკავს. კვირის განმავლობაში დინამიკას დავაკვირდებით და დიდი ალბათობით, "მარსელთან" დაგვეხმარება", - განუცხადა გალტიემ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო ფეხბურთელო! მსოფლიო ჩემპიონატამდე, არავითარი ტრავმა! წარმატებები!!!!!!
ნონა.
10 ოქტომბერი 2022 21:24
0
გული მიგრძნობს ამ მსოფლიოს ჩემპონატზე, ლეო თავის სიტყვას იტყვის!
თემო
11 ოქტომბერი 2022 10:47
0
მესისნაირად ლამაზ ფეხბურთს არავინ თამაშობს!
!!!
11 ოქტომბერი 2022 12:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული