საფრანგეთის თასზე "პარი სენ ჟერმენმა" მე-6 დივიზიონის წარმომადგენელი "პეი დე კასელი" 7:0 გაანადგურა.
კილიან მბაპემ თავი 5 გოლით გამოიჩინა, რითაც საკუთარ გუნდში ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა.
დარჩენილი 2 გოლი ნეიმარმა და კარლოს სოლერმა გაიტანეს.
პსჟ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც "მარსელს" 8 თებერვალს შეხვდება.