მესი 38-მილიონიანი ხელფასის შემცირებაზე არ თანხმდება

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, - იტყობინება "პარიზიენი".

გამოცემის ცნობით, მესი გადაწყვეტილებას "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ მიიღებს. არ არის გამორიცხული, ტურნირიდან პსჟ-ის გამოვარდნამ მას კლუბიდან წასვლისაკენ უბიძგოს.

მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჭიანურდება - მესის სეზონური ანაზღაურება 38 მილიონი ევროა და შემცირებაზე არ თანხმდება.

ამ სეზონში ლიგა 1-ის 19 მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
2008–2009-როცა მესი 21 წლის ანუ ხვიჩას ასაკის იყო. როლანდინიოს გვერდით თამაშობდა და არა ოსიმენის.
31 მარტი, 2007რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0–1-იანი წაგება 2–1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6–1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2–0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით. ასე რომ მეგობრები მესისა და ხვიჩას შედარება როცა მესი ხვიჩას ხნის იყო სირცხვილია.ამას ჩემს მიერ მოყვანილი ციფრებიც მეტყველებენ.
mamulo
02:55 27-02-2023
0
ყველამ უნდა იცოდეს თავისი ფასი, ლეო იქნება ეს თუ ხვიხა არ აქვს მნიშვნელობა, როცა შენ თავს არ აფასებ სხვაც არ დაგაფასებს, ძალიანაც კარგია რომ არ თანხმდება, ხვიჩაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მაგრამ პირველი,აგენტი არ უვარგა და მეორე, მენტალურად ქართველები მცირედითაც ვკმყოფილდებით და ამბიცია გვაკლია
მამუკა
20:14 26-02-2023
1

სიახლეები პოპულარული