მესი 38-მილიონიანი ხელფასის შემცირებაზე არ თანხმდება

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, - იტყობინება "პარიზიენი".

გამოცემის ცნობით, მესი გადაწყვეტილებას "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ მიიღებს. არ არის გამორიცხული, ტურნირიდან პსჟ-ის გამოვარდნამ მას კლუბიდან წასვლისაკენ უბიძგოს.

მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჭიანურდება - მესის სეზონური ანაზღაურება 38 მილიონი ევროა და შემცირებაზე არ თანხმდება.

ამ სეზონში ლიგა 1-ის 19 მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ გაუხურეთ საქმე ლეოს! ასეთი დონის ფეხბურთელს, ნამდვილად უნდა ქონდეს კარგი ხელფასი.
ზურა
00:06 25-02-2023
15
სადს მესი და სად ხვიჩა.შედარებაც კი სამარცხვინოა ჯერ-ჯერობით. ხვიჩას ხნის რომ იყო მესი გაცილბით ძლიერი იყო ვიდრე ახლა ხვიჩაა და უკეთეს გუნდშიც თამაშობდა,უკეთესი ფეხბურთელების გვერდით ,ვიდრე ახლა ნაპოლი და ამ გუნდის ფეხბურთელები არიან. ღმერთმა ინებოს ,რომ მესის ასაკში ხვიჩამ მესის სახელსა და დიდებას მიაღწიოს.
mamulo
14:30 26-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული