მესი 38-მილიონიანი ხელფასის შემცირებაზე არ თანხმდება

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, - იტყობინება "პარიზიენი".

გამოცემის ცნობით, მესი გადაწყვეტილებას "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ მიიღებს. არ არის გამორიცხული, ტურნირიდან პსჟ-ის გამოვარდნამ მას კლუბიდან წასვლისაკენ უბიძგოს.

მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჭიანურდება - მესის სეზონური ანაზღაურება 38 მილიონი ევროა და შემცირებაზე არ თანხმდება.

ამ სეზონში ლიგა 1-ის 19 მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
2008–2009-როცა მესი 21 წლის ანუ ხვიჩას ასაკის იყო. როლანდინიოს გვერდით თამაშობდა და არა ოსიმენის.
31 მარტი, 2007რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0–1-იანი წაგება 2–1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6–1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2–0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით. ასე რომ მეგობრები მესისა და ხვიჩას შედარება როცა მესი ხვიჩას ხნის იყო სირცხვილია.ამას ჩემს მიერ მოყვანილი ციფრებიც მეტყველებენ.
mamulo
27 თებერვალი 2023 02:55
0
ყველამ უნდა იცოდეს თავისი ფასი, ლეო იქნება ეს თუ ხვიხა არ აქვს მნიშვნელობა, როცა შენ თავს არ აფასებ სხვაც არ დაგაფასებს, ძალიანაც კარგია რომ არ თანხმდება, ხვიჩაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მაგრამ პირველი,აგენტი არ უვარგა და მეორე, მენტალურად ქართველები მცირედითაც ვკმყოფილდებით და ამბიცია გვაკლია
მამუკა
26 თებერვალი 2023 20:14
1
სადს მესი და სად ხვიჩა.შედარებაც კი სამარცხვინოა ჯერ-ჯერობით. ხვიჩას ხნის რომ იყო მესი გაცილბით ძლიერი იყო ვიდრე ახლა ხვიჩაა და უკეთეს გუნდშიც თამაშობდა,უკეთესი ფეხბურთელების გვერდით ,ვიდრე ახლა ნაპოლი და ამ გუნდის ფეხბურთელები არიან. ღმერთმა ინებოს ,რომ მესის ასაკში ხვიჩამ მესის სახელსა და დიდებას მიაღწიოს.
mamulo
26 თებერვალი 2023 14:30
1
არ გეთანხმებით, რა ამბავია ამხელა ხელფასი, ბარსადანაც ამიტომ წამოვიდა,იგივე ითქმის რონალდოზე,"სიბერეში" ცოტა რომ მოიკლონ ხელფასები, არ შეიძლება? იმედი მაქვს ხვიჩასაც არ შეეყრება ეს სენი, როცა უკვე წლოვანი ხარ ახალი ფეხბურთელები გამოჩნდა ცოტა რომ მოიკლო ხელფასი რა მოხდება? ამ ახლბსაც ხომ უნდა გადაუხადონ, შენ 38 მილიონი და ხვიჩას 1-2 მილიონი, სწორია?
პატრიოტი
25 თებერვალი 2023 15:54
9
ღმერთს დიდი მადლობა, რო მესის თამაშებს ვუყურებთ!
ზურა
25 თებერვალი 2023 19:59
1
მესის ნამდვილად ეკუთვნის, თუნდაც იმიტომ, რომ მაგარი ფეხბურთელია! მერე ჩაციკლულები, რომ ხართ სიტყვა "სიბერეზე", ბებრები დიდხანს ვერ და არ თამაშობენ, ლეოს შესაძლებობები კარგადაც დავინახეთ მს. ჩემპიონატზე. მერე ბარსადან მაგიტომაც წამოვიდაო, როცა არ იცი სიმართლე ტყუილებს უნდა შეეშვა. შენ პაწრიოტო! გატყობ აგერია რიხრახი, მესი პსეჟეშია, ხვიჩა კი ნაპოლში ხოდა ლეო რაში უშლის ხვიჩას ხელფასში? ეგ უკვე ნაპოლის პრობლემაა, ხვიჩას გაუზრდიან თუ არა ხელფასს და არა ლეო მესის! მესის შეეშვით, შენნაირების სახსენებელი ნამდვილად არ არის, გაიგე პაწრიოტ?
ვითომ პაწრიოტს.
25 თებერვალი 2023 19:19
0
ლეოს 38მილიონი და კვარას 1მილიონი ცოტა უხერხულია. 40ჯერ ნამდვილად არ ჯობია მესი კვარას
გენო
25 თებერვალი 2023 12:19
7
მერე ეგ რანაირი საზომია? ნაპოლი მაგდენსაც რო უხდის უკვე ბევრია, ღარიბი გუნდია. პსჟ კი შეიხების გუნდია და ფულს არ ითვლიან. ნეიმარი რო წაიყვანეს 222 მილიონი გადაუხადეს ბარსას, ეხლაც რეკორდია ეგ თანხა და ხელფასიც ისეთი დაუნიშნეს როგორც ახლა მესი იღებს, მბაპე კიდევ უფრო მეტს და ხელფასის გარდა რეკლამებში რომლებიც წესით უნდა 50/50 უნდა იყოს, მბაპე 100% იღებს.გარდა მაგისა მბაპეს დარჩენის სანაცვლოდ 40 მილიონი ცალკე გადაუხადეს ეს ფული მის მშობლებს და მბაპეს 20-20 მისცეს. მოკლედ როგორც წავიკითხე 100 მილიონამდე გამოსდის მბაპეს და ახლა ეს მბაპე ვითომ 100-ჯერ ჯობია კვარას.
ლეოს 38მილიონი და კვარას 1მილიონი ცოტა უხერხულია. 40ჯერ ნამდვილად არ ჯობია მესი კვარას
28 თებერვალი 2023 16:26
0
ხვიჩუნა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მესიმდე ბევრი უკლია.
ობიექტური.
25 თებერვალი 2023 14:03
1
ყველა გამოხმაურება
ნუ გაუხურეთ საქმე ლეოს! ასეთი დონის ფეხბურთელს, ნამდვილად უნდა ქონდეს კარგი ხელფასი.
ზურა
25 თებერვალი 2023 00:06
15
ზურა ძმაო, გეთანხმები.
ლაშა
25 თებერვალი 2023 12:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული