თავდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, - იტყობინება "პარიზიენი".
გამოცემის ცნობით, მესი გადაწყვეტილებას "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ მიიღებს. არ არის გამორიცხული, ტურნირიდან პსჟ-ის გამოვარდნამ მას კლუბიდან წასვლისაკენ უბიძგოს.
მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჭიანურდება - მესის სეზონური ანაზღაურება 38 მილიონი ევროა და შემცირებაზე არ თანხმდება.
მოლაპარაკებები ხელფასის გამო ჭიანურდება - მესის სეზონური ანაზღაურება 38 მილიონი ევროა და შემცირებაზე არ თანხმდება.
ამ სეზონში ლიგა 1-ის 19 მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.