საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში "პარი სენ ჟერმენი" "მარსელს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
1-ელ ტაიმში კილიან მბაპემ (25) და ლიონელ მესიმ (29) ერთმანეთს გაატანინეს, 55-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ მეორე ასისტი მიითვალა, მბაპემ კი - მეორე გოლი.
არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონს უკვე 12 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს. თავის მხრივ, ლიგა 1-ს მბაპე 17 გოლით ლიდერობს.
"პარი სენ ჟერმენი" 25 ტურის შემდეგ 60 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 მარტს, "ნანტთან" გამართავს.
"მარსელი" 52 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, 2 მარტს საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში "ანესისთან" შეხვედრა ელის, 5 მარტს კი უკვე "რენს" ესტუმრება.