"პსჟ გუნდი არ არის." - ფილიპ ლამი

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილი მცველის, ფილიპ ლამის აზრით "პარი სენ ჟერმენი" საკუთარ შემადგენლობას არასწორად იყენებს.

"ეს გუნდი, თავისი ძვირადღირებული ფეხბურთელებით ფუფუნების მაღაზიას ჰგავს, რომლის ძვირიან ექსპონატებსაც ყველა აღმერთებს, თუმცა შეძენა არავის შეუძლია. ეს იქცევს ყურადღებას, მაგრამ მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, რადგან რეალური შედეგი არ დგება. თუ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავ, ხარისხი კი  ფასის შესაბამისი არაა, ეს ცუდის მაუწყებელია.

მარკო ვერატი ამის კარგი მაგალითია. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავდაჯერებული და ვარდნებისას აკურატული. იტალიის ნაკრებში ის ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ პარიზულ გუნდში განსხვავებულია, ასევეა
სერხიო რამოსიც. ესპანელი ახლაც გამორჩეული ცენტრალური მცველია, თუმცა მისი კარგი თამაშის ხარისხი თანაგუნდელებზე გავლენას არ ახდენს. პსჟ გუნდი არ არის.

მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ისეთივე შედეგიანია, როგორიც ლიონელ მესი არგენტინაში. "პარი სენ ჟერმენს" 2 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც სამი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სამყაროს უდიდესი სანახაობა აჩუქეს. მათ ემატებათ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი - ნეიმარი. ამ გუნდის მოთამაშეებმა უბრალოდ არ იციან როგორ გაიტანონ გოლი კოლექტიურად." - განაცხადა ლამმა ეკიპთან საუბრისას.


მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ



alt"გრიზმანის მიმართ ეს უპატივცემულობაა" - პირესი მბაპეს კაპიტნობაზე

altმესი "ბარსელონაში" დაბრუნებას სულ უფრო უახლოვდება - პსჟ-ის მისი შენარჩუნება არ სურს

alt"ლივერპულს" ნეიმარის დამატება შესთავაზეს


მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ ფილიპ, რა კოლექტიურობაზეა ლაპარაკი, როდესაც კლუბში დიქტატურაა მბაპეს სახით. ტიპი საყვედურებს არ იშურებს თანაგუნდელებისადმი, აკრიტიკებს ამა თუ იმ სიტუაციაში თუ რატომ დაუგვიანეს პასი, წუწუნებს.
პსჟ-ს გასახდელი ჰგავს იუვენტუსის გასახდელს!
ლაშა
16:22 22-03-2023
1
ვეთანხმები, და სწორედ ამიტომ არ უნდა გადავიდეს მანდ კვარაცხელია. ჯერ ძალზე ახალგაზრდაა იმისთვის რომ სამუზეუმო ექსპონატად იქცეს.
გიორგი
16:48 22-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული