"ალ-ჰილალმა" მესის სეზონურად 400 მილიონი შესთავაზა - ეს რონალდოს ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ მეტია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის ბინადარმა კლუბმა "ალ-ჰილალმა" არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ხელფასის სახით სეზონურად 400 მილიონი ევრო შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ორჯერ მეტია იმაზე, რასაც ახლა კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრში" გამოიმუშავებს.

არგენტინელის ამჟამინდელი გასამრჯელო თვეში 3,375 მილიონი ევრო გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლეოს პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მესის ფანი ვარ, და კი გამიხარდება კიდევ 1-2 სეზონი მაგის ტოპ ლიგებში ხილვა მაგრამ კაი რა ისეთი ოფერია არ მესმის როგორ უნდა თქვას უარი, ანუ ნახევარ მილიარდზეა საუბარი თითქმის. მე წავიდოდი, კაცმა დაწერა უკვე ყველანაირი ისტორია მეტი რაღა ქნას არ ვიცი 8 ოქროს ბურთი ექნება თუ 9 რონალდო მაინც ჯიბეში ჩაისვა და წადი ბიძია ფული აკეთე აწი, მაგ ფულის კეთებაშიც აჯობე რონალდოს :დდდ.
ABCABC
06 აპრილი 2023 14:19
2
სულელი იქნება თუ არ გადავიდა, რადგან აღარაა 20 წლის ბიჭი და მაგის ასაკში ის დატვირთვა რაც ტოპის კლუბშია, არაა სასარგებლო მაგის ჯანმრთელობისათვის.
ჟორა
06 აპრილი 2023 10:56
3
ნუ გშურთ ლეო მესის! მერვე ოქროს ბურთსაც დამსახურებულად მიიღეს და თქვენაირებმა კი უყურეთ შორიდან! ეხლა არ დამიწყოთ მოძველებული და გაცვეთილი ზღაპრების მოყოლა რო, შეიხებმა უყიდეს მს. თასი, ოქროს ბურთები და ესეთები. მბაპეც ლამის მილიარდელია და რატო მაგას არ უყიდეს შეიხებმა? ისე რო მოგიძველდათ ""ბაბუშკინა ზღაპრები!
გია
06 აპრილი 2023 13:22
1
ოქროს ბურთის კანდიდატებში #1 კია მაინც და, რატო უნდა გადავიდეს, მესი იქნება მომავალ სეზონშიც და იმის მერეც, და 400 მილიონსაც კიდე შესთავაზებენ.
:D :D
06 აპრილი 2023 12:50
1
ყველა გამოხმაურება
იმედია რაღაც წმინდა მაინც დარჩება ფეხბურთში და ეხლა არ გადავა, როცა ბევრი ტოპ კლუბიც სიხარულით მიიღებენ მესის. უპირველესი ვარიანტი მაინც ბარსელონა იქნება უმეტესი გულშემატკივარისთვის
ზურა
06 აპრილი 2023 05:53
0
ნაღდად გადავა ! 400 მილიონი ხუმრობა არაა და ამ სიბერეში გააკეთებს 1 მილიარდს და მერე ჩამოკიდებს ბუცებს
zura222
05 აპრილი 2023 17:35
4
შენს ბებერ როლანდოს, ბენზემას და ლევანდოვსკის მიხედე რა? მესიზე ნუ ხართ ჩაციკლულები, შეხედე, ნაკრებში რა მონდომებით და ენერგიულად თამაშობს და მერე ისე იხმარე სიტყვა "ბებერი".
ზურა222-სდდდ.
06 აპრილი 2023 11:07
1
აღარ იციან რაში გადაყარონ ამდენი ფულები :დდდ იქით რონალდო, აქეთ მესი.
სარკაზმი
05 აპრილი 2023 15:34
1

სიახლეები პოპულარული