საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურში "ლიონმა" "მონპელიეს" უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.
მივყვეთ თანმიმდევრულად, 31-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ ელიე ვაჰიმ მასპინძლებს მიყოლებით 4 გოლი გაუტანა (მე-40, 41-ე, 53-ე, 55-ე), რითაც თითქოს და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
თუმცა "ლიონმა" ქამბექი მოახერხა, ლომის წვლილი კი იმავე ლაკაზეტს ეკუთვნის, რომელმაც მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი გაიტანა (59-ე, 82-ე, 90+10-ე), ერთი კი დეიან ლოვრენის (70-ე) ანგარიშზეა.
ამრიგად, "ლიონი" 56 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას "კლერმონთან" 14 მაისს გამართავს.
"მონპელიე" 43 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, იმავე 14 მაისს კი "ლორენს" უმასპინძლებს.