პსჟ-ის სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა - მბაპემ ხელმძღვანელობას ყოფილი თანაგუნდელის გადაბირება სთხოვა

AutoSharing Option
Le10sport-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ "სიტის" ნახევარმცველი ბერნანდო სილვა შეიძინონ.

ფეხბურთელები ერთად "მონაკოში" თამაშობდნენ და საკმაო წარმატებითაც აკეთებდნენ საქმეს.

გავრცელებული ცნობით, პარიზელებისთვის ზაფხულში პრიორიტეტული სწორედ 28 წლის პორტუგალიელის დამატება იქნება.

სილვას სავარაუდო სატრანსფერო თანხად 80 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული