საქმე იმაშია, რომ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა უარი განაცხადა "ტულუზთან" დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო, რადგან ამ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი მაისური უნდა ჩაეცვა.
მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში LGBT თემის მხარდამჭერი კამპანია გაიმართა.
თითოეული გუნდის ყველა ფეხბურთელს ეცვა მაისური, რომელსაც ცისარტყელა ზოლები აქვს, კაპიტანიც შესაბამის სამკლაურს ატარებს. მატჩების დაწყებამდე კი გამოიტანეს ბანერი, სადაც წერია - "გეი თუ ჰეტეროსექსუალი, ჩვენ ყველას ერთნაირი მაისური გვაცვია".