მესი პსჟ-დან სტვენით გააცილეს - რამოსიც წავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში პსჟ, რომელიც ვადამდე გახდა ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე "კლერმონს" ამარცხებდა (2:0), მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო.

პსჟ-ის დაჯილდოებაზე თავდამსხმელ ლეო მესის და მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს უსტვინეს. მესი გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა: "მინდა, პარიზს ამ ორი წლისთვის მადლობა გადავუხადო. მომავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ".

არგენტინელმა პსჟ-ში ორ სეზონში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარიზული კლუბის სპორტულმა მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა Canal+-ს განუცხადა, რომ მესი და სერხიო რამოსი გუნდს დატოვებენ, გალტიეს თაობაზე კი ჯერ გადაწყვეტილება არ
მიუღიათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბავშვობიდან რეალს ვგულვშემატკივრობ, მაგრამ მესის რომ დაუსტვენ სტადიონზე რა ჯანდაბა გინდა, ესეგი არ გიყვარს ფეხბურთი. ეგაა, ფრანგი აღარ დარჩა საფრანგეთში, ვინც დარჩა ზოგი მოხუცებს დასდევს და ზოგიც ცისარტყელა დროშებს, ფეხბურთი კი არა და ნორმალურ ფრანგულ ფილმს ვეღარ ნახავ, არა და რა კინოს ვარსკვლავები ჰყავდათ
llcl
07:45 04-06-2023
11
ვა, პსჟ ლიგა-2-ში გავარდა? ;)
ვვვ
06:43 04-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული