L'Equipe: პსჟ-მა მბაპეს დაუყოვნებლივ გაყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ორშაბათს, შუადღით, პსჟ-ის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ამგვარად, მბაპე ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და პარიზული კლუბი შეშფოთდა.
კილიანმა "პარი სენ ჟერმენთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გააფორმა, რომლის გასაგრძელებლად ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის სასწრაფოდ გაყიდვას შეეცდებიან.

მბაპეს შეძენა "რეალს" სურს, თუმცა მისმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფრანგი აუცილებლად გადავა მათ გუნდში, მაგრამ მხოლოდ მომავალ წელს.
Cadena SER-ის ჟურნალისტი მანუ კარენო ირწმუნება, რომ პსჟ მბაპეს "რეალს" არავითარ შემთხვევაში არ მიჰყიდის.

ბრიტანული "ტელეგრაფის" მტკიცებით, პარიზულმა კლუბმა 24 წლის ფორვარდი უკვე ტრანსფერზე დააყენა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მბაპეს რა უნდა ვერ გამიგია. ჯერ ხო პატარა ბავშვივით ეგოისტობდა მესიზე და ნეიმარზე და ოქროს კონტრაქტი მიიღო. ახლა წასვლა უნდა და რეალში ვერ გადავა. ვინ დარჩა? ნიუკასლი ალბათ. სხვა ამას ვინ იყიდის ან რად უნდათ, მით უმეტეს რეალს. ეს რეალში ვერ გაქაჩავს და ტყუილად გაფუჭდება. რეალი იყიდის კარგ ცენტრალურ თავდამსხმელს იმის მაგიერ ამაში არ ყაროს უაზროდ მილიონები. ამის ფასად რეალი 2 კაი მცველს და ერთ კარგ ნახევარმცველს იყიდის და საქმეს გააკეთებს. მერე კიდევ ორ კაი ნახევარმცველს იყიდის და ერთ ცენტრალურ თავდამსხმელს და საჩემპიონო გუნდი მზადაა და ვინისიუსიც ოქროს ბურთისთვის
zura
13 ივნისი 2023 16:24
5
ვიზე ამბობ ვერ გაქაჩავსო? :)
კაცი რომელმაც 20 ასაკში საფრანგეთი გააჩემპიონა
და ბოლო მუნდიალზეც ფინალში არგენტინას 4 გოლი გაუტანა? :)
las
13 ივნისი 2023 17:03
1
შარშან რომ გადასულიყო რეალში წელს უპირობოდ ოქროს ბურთს ჩაიხუტებდა, თავის მხრივ რეალი კი ტრებლს
მამუკა
13 ივნისი 2023 14:52
9
ნიუკასლი ჩელსი რეალი ჩამოყარეთ თანხები
beqa
13 ივნისი 2023 11:38
2
ამას ვინც აპიარებს სახოლ ძმაო იცის თავის საქმე. ტიპი არის საშუალო დონის ფეხბურთელი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 ივნისი 2023 10:14
25
ნამდვილად გეთანხმები! არის ნიჭიერი, მაგრამ არც ისეთი ზე, როგორსაც პიარს უკეთებენ.
ლადო
13 ივნისი 2023 14:47
3
კი მბაპე საშუალო დონის ფეხბურთელია და კვარაცხელია სუპერ სთარი
123
13 ივნისი 2023 14:37
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული