"ეკიპის" ცნობით, იულიან ნაგელსმანი პსჟ-ის მწვრთნელად არ დაინიშნება.
გამოცემა იტყობინება, რომ პარიზულ კლუბსა და 35 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. მხარეები კონტრაქტის ძირითად დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
პსჟ ახალი მწვრთნელის დანიშვნას შემდეგ კვირაში გეგმავს.
შეგახსენებთ, ნაგელსმანი "ბაიერნიდან" 24 მარტს დაითხოვეს.