24 წლის ნიგერიელ თავდამსხმელ ჯოშუა მაჯას "ბორდოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი დატოვა.
მაჯა ჟირონდულ გუნდში 2019 წელს "სანდერლენდიდან" გადავიდა. თავიდან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, გასულ სეზონში კი ლიგა 2-ის 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, "ბორდო", რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, გასულ სეზონში ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და ლიგა 1-ში გადასვლა ვერ შეძლო.