ნეიმარი სკანდალში ეხვევა - ტრანსმა ინფლუენსერმა თქვა, რომ პსჟ-ის ვარსკვლავს მამაკაცთან სექსი ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრანსმა ინფლუენსერმა სოფია ბარკლიმ ბრაზილიურ სატელევიზიო შოუში, Chupim-ში, სტუმრობისას სკანდალური განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პსჟ-ის ვარსკვლავ ნეიმარს ბრაზილიელ სერფერ მამაკაც პედრო სკოობისთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

ბარკლის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ეს ფაქტი 2021 წელს რიო-დე-ჟანეიორში, ფეხბურთელის სახლში ერთ-ერთი წვეულების დროს მოხდა.

ნეიმარმა აიძულა წვეულების ყველა დამსწრე, დაეტოვებინათ მობილური ტელეფონები ცალკე ოთახში, რომლებსაც ის ადამიანები იცავდნენ, რომლებიც ბრაზილიელი ვარსკვლავის ნდობით იყვნენ აღჭურვილნი. 

გარდა ამისა, მათ ხელი უნდა მოეწერათ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებისთვის, მაგრამ სოფიამ თქვა, რომ მას ეს არ გაუკეთებია და ახლა სიმართლე
გაამჟღავნა.

პსჟ-ის შემტევმა ბარკლი, კიდევ ერთი გოგონა და  პედრო სკოობი საძინებელ ოთახში მიიპატიჟა. სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ოთახში სკოობისთან სექსი ჰქონდა.

ინფორმაციისათვის, 35 წლის სკოობი ცნობილი ბრაზილიელი სერფერია, რომელსაც სოციალურ ქსელში 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მას ცნობილ ბრაზილიელ მსახიობ ლუანა პიოვანთან სამი შვილი აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კიდევ კარგი ლეო გაასწარი ამერიკაში, შეტევაში ორ ცისარტყელასთან ერთად თამაში რთულია)))))))))))))))))
llcl
15:41 31-07-2023
2
სოფია ბარკლი კი არა, სოფი ბარკალაია, სოფის წინაპრები მეცხრამეტე საუკუნეში ბრაზილიაში ემიგრირდნენ. ხო, იმიტომაც ვერ ითამაშა ნეიმარმა დიდი ფეხბურთი ჩუკენი რომ ოყო
იკა
21:45 31-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული