"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა გარემარბმა უსმან დემბელემ პსჟ-ში მედშემოწმება გაიარა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზულ კლუბს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ თანხის ნახევარს ფეხბურთელი და მისი აგენტი მიიღებენ.
26 წლის დემბელემ გასულ სეზონში ლა ლიგის 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰო ვერატიმაც იგივე არჩევანი გააკეთა თავის დროზე და ბარსას პსჟ არჩია...
როცა ბარსა, რეალი, ბაიერნი და სხვა ისტორიული გრანდები გეპატიჟებიან და შენ პსჟში მიდიხარ უბრალოდ ფული ხამი ხარ