ლიგა 1-ის მეორე ტურში "მარსელთან" ნათამაშები ფრეს (2:2) შემდეგ, "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"მიქაუტაძე გასულ სეზონში იდეალური იყო. ჩვენ წარმატებას ნაწილობრივ მისი ნიჭის წყალობით მივაღწიეთ. მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა... მეშინია, რომ მისი გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს, რაც ყოველთვის ცოტა მტკივნეულია".
შეგახსენებთ, გიორგიმ გუშინ, 18 აგვისტოს, საფრანგეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა, რაც შეეხება "მეცს", 2 ტურის შემდეგ 1 ქულით გუნდი მე-13 ადგილს
იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 27 აგვისტოს, "კლერმონთან" ჩაატარებს.
აქ აქვს ნდობა, არი გუნდთან შეთამაშებული. კარგია თუ ტოპ ჩემპიონატის რიტმს და სიჩქარეებს ბოლომდე აყვება და გაითავისებს, შეეჩვევა და უკვე ტოპ ჩემპიონატის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
არ მემეტება საფრანგეთისთვის.
ვფიქრობ ინგლისური ფეხბურთის სტილისაა.
ამიტომ მირჩევნია ინგლისის ჩემპიონატში გადავიდეს მიუხედავად იმისა რომ მილანის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ აგერ უკვე 30 წელია.