გადაწყდა - მბაპე ამ ზაფხულს პსჟ-იდან არ წავა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც პსჟ გასვლაზე "ტულუზას" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა, პარიზელთა გუნდის ვარსკვლავი კილიან მბაპე კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ-ხელაიფს ესაუბრა.

საუბარმა საკმაოდ პოზიტიური შედეგი მოიტანა და გადაწყდა, რომ ფრანგი ფორვარდი ამ ზაფხულს "პარკ დე ფრანსიდან" არ აიბარგებს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა ის კონტრაქტს. მოგეხსენებათ, მბაპეს პსჟ-სთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სისულელეაა. ჯერ არსად დაწერილა ეგგ. საფრანგეთში ვარ და აქ არ ყოფილა არსად ეგეთი ინფო და თქვენ საინდან მოიპოვეთ. შეიხმა თქვა თუ არ გაახანგლივებს გავყიდი წელსვეო. იმიტომ რომ არ უნდა მომავალ წელს უფასოდ გაშვება. მბაპეს კი უნდა დარხება და შემდეგ წელს უფასოდ წასვლა მაგრამ მაგას არავინ იზამს. თუ გაახანგრძლივებს კიდე იცის რომ რეალსაც ხელს დაუქნევს. ასე რომ ჯერ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. აქ პირიქიდ ის იწერება რომ 25-26 აგვისტოს მბაპე მადრიდელი გახდება.
მურთო
15:48 21-08-2023
2
ისე მიდის საქმე რეალში მაინც მოვა ამ ზაფხულსვე და ისიც 200 მილიონზე ნაკლებად
Nick
14:51 21-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული