ლიგა 1-ის მე-5 ტურში "პარი სენ ჟერმენი" "ნიცასთან" 2:3 დამარცხდა.
21-ე წუთზე ტერემ მოფიმ ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე კილიან მბაპემ წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმში გაეტან ლაბორდემ "ნიცა" კიდევ ერთხელ დააწინაურა, 68-ე წუთზე ტერემ მოფი დუბლი შეასრულა, საკუთარი გუნდის უპირატესობა კი უკვე ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კილიან მბაპემ 87-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, პსჟ 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, "მარსელთან" გამართავს.
"ნიცა" 9 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, 22 სექტემბერს კი "მონაკოს" ესტუმრება.