ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "მარსელი" 4:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი მოზეიმე მასპინძელთა ფეხბურთელებმა სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო უორენ ზაირ-ემერი, რანდალ კოლო მუანი, უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი და ლევენ კურზავა შეიძლება დასაჯონ
საფინალო სასტვენის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელები ულტრასების ტრიბუნასთან მივიდნენ, 17 წლის ზაირ-ემერიმ მეგაფონი აიღო და თანაგუნდელებთან ერთად სკანდირებდა: "Marsellais, unique ta mère" - "მარსელელებო, საკუთარ დედებთან სქესობრივი კავშირი დაამყარეთ".
მარსელელებს პარიზელი ფანებიც შეურაცხყოფდნენ - პედერასტებს და ძუკნის შვილებს უწოდებდნენ. პარიზულმა კლუბმა მათი საქციელი დაგმო და ოფიციალურად ბოდიში
მოიხადა.
"პარიზიენის" ცნობით, ლიგა 1 ინციდენტს შეისწავლის და დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.
2011 წელს "მარსელის" მცველი ტაიე ტაივო "მონპელიესთან" გამარჯვების შემდეგ პსჟ-ის მიმართ ანალოგიურად შეურაცხყოფას გამოხატავდა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.