მესის ყოფილი მწვრთნელი გალტიე: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდოა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, რომელიც ფრანგულ გუნდში ლიონელ მესის ავარჯიშებდა, არგენტინელ ვარსკვლავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

"როდესაც კრიშტიანოს უპირისპირდები, მის წინააღმდეგ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლია. სიტყვები არ მყოფნის მისი ბრწყინვალე პერფორმანსის აღსაწერად.

ვფიქრობ, დღემდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ რონალდოა", - აქვეყნებს გალტიეს სიტყვებს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერასოდეს, ვერავინ მათქმევინებს,აუგს,რონალდოზე.ბრწყინვალე,უდიდესი ფეხბურთელია.მასზე რომ თქვან,თანამედროვეობის საუკეთესო სპორტსმენიაო,ორი ხელის აწევით დავეთანხმებოდი,მაგრამ რონალდო არის გენიოსი,რომელმაც საკუთარი თავი თვითონვე შექმნა,მესი კი,ბუნების შვილია,ღმერთის მიერ შექმნილი ტალანტი. ღმერთის მიერ შექმნილს,ადამიანის შრომით შექმნილი როგორ აჯობებს?თუ დიდ კონსტანტინეს დავესესხებით,მესი ღმერთია(ფეხბურთში,რა თქმა უნდა!),რონალდო კი,ღმერთთან მებრძოლი იაკობი და მათმა ბრძოლამ,შესანიშნავი ეპოქა გვაჩუქა,ჯერ კიდევ რომ გრძელდება.
სოსო
29 ოქტომბერი 2023 21:17
2
სოსო! როგორც ყოველთვის მაგარი კომენტარები იცი! ყველა სიტყვაში გეთანხმები! მაინტერესებს ხვალინდელ დღეზე რას ფიქრობ? ვის გადსცემენ ოქროს ბურთს? ძალიან მინდა ლეომ დაიმსახუროს! გია.
სოსოს
29 ოქტომბერი 2023 23:15
0
რანაირად არის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ როცა პასის მიმცემი არ არის და ფლეიმეიკერი არ არის, (არც დრიბლინგში ჯობია მესის) იცის მარტო სირბილი და გოლების გატანა. როცა მესი არის პასის მიმცემი, ფლეიმეიკერი თამაშის წამმართველი და გუნდის მამოძრავებელი ლიდერი, ასევე დრიბლიორი გოლის გამტანი და ჯარიმების მეფეც. მესის ფასი უფრო მეტია, მესი ყველაფერს აკეთებს იმიტომ რომ აქვს მაგის გენია ყველას არა აქვს. ეს არის სრულყოფილი ფეხბურთელი და ვერავინ ვერ იქნება სრულყოფილი თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს რასაც პელე ზიდანი და მესი აკეთებენ. მესი უბრალოდ მაღლა დგას და ეს არის სიმართლე. მესიმდე ვერ მივა რონალდუ რაც არ უნდა ბევრი ირბინოს და გოლები გაიტანოს, იმიტომ რომ არა აქვს პლეიმეიკერის გენია და მანდ დამთავრებულია ლაპარაკი.
Zidani
28 ოქტომბერი 2023 18:54
9
1000000000000%იანი მართალი ხარ ძმაო!ლეოს ნაირი ფეხბურთელი, კარგა ხანი არ გამოჩნდება!
Zidanis
28 ოქტომბერი 2023 19:49
1
მ ე ს ი ისტორიაში საუკეთესოა.
Sake
28 ოქტომბერი 2023 17:56
5
ჯიგარი ხარ! მესის მიერ გატანილი გოლები, დრიბლინგი, პასები, მოედნის ხედვა, ეს ყველაფერი ერთად შეკრული არის, ის რაც ალამაზებს ფეხბურთს და რომელიც ასე ძალიან მოგვწონს გულშემატკივრებს!
Sakes
28 ოქტომბერი 2023 18:40
1
გემოვნებაზე არ დავობენ მართალია, ორივე უძლიერესი არის მაგრამ მე რონალდუ მირჩევნია და სულ მაგას ვამბობ, რომ არგენტინელი რომ ყოფილიყო რონალდუ ყველაფერს მოიგებდნენ ალბათ, კარგია მესიმ სიბერეში მაინც რომ მოიგო მსოფლიო, იმსახურებდა აშკარად.
Givi
28 ოქტომბერი 2023 14:18
12
ისე "გადაბერებული" როლანდო მოიგებს მსოფლიოს?
givis
28 ოქტომბერი 2023 14:52
1
გალტიე პარიზიდან გააგდეს.ამის გამო გულმოსული მესიზეა აჯაგრული და ჯოხის გადატეხვას ლეოზე ცდილობს. კი ბატონო რონალდო მაგარი ფეხბურთელია და გოლების მანქანაა. მაგრამ მისი მესისთან შედარება ერთ ჭრილში არ შეიძლება.ზუსტად რონალდო, ჰოლანდი და ამათნაირი ფეხბურთელები ამახინჯებენ ფეხბურთს და კლავენ მის მშვენიერ სანახაობრივ მხარეს. მესის კი მოედანზე ფანტასტიკური დრიბლებით,საოცარი სიზუსტის პასებით და ულამაზესი გოლებით ვერავინ ვერ შეედრება! ვერც რონალდო და ვერც ჰოლანდი ორივე ერთად აღებული!
KOSTAKURTA
28 ოქტომბერი 2023 14:00
20
როგორ შეიძლება ამათი შედარება: რონალდო არის სპორტსმენი, მესი არის ხელოვანი
რა სისულელეა
28 ოქტომბერი 2023 13:38
3
ლეოს მისამართით კარგი შედარებაა! მართლაც ფეხბურთის ხელოვანია!
რა სისულელეას
28 ოქტომბერი 2023 14:28
3
გემოვნებაზე არ დაობენ, ზოგს როლანდო მოსწონს, ზოგს კი ლეო მესი. მე პირადად ლეო მესი მირჩევნია ყველას. ლეომ ფეხბურთს სულ სხვანაირი თვალით შემახედა, მეამაყება რო ასეთი ფეხბურთელის ფანი ვარ!
გია
28 ოქტომბერი 2023 13:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული