2017 წელს, როცა ლუკაჰა 21 წლის იყო, პარიზის გარეუბანში მეგობრებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ სეირნობდა. ახალგაზრდა პოლიციელებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რაც იმით დასრულდა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ბიჭს სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ურტყეს, სერიოზული ტრავმები მიაყენეს. პოლიციელებმა თეოდორს ტელესკოპური ხელკეტი ანუსში შეურჭეს, რამაც ექსფეხბურთელს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები შეუქმნა, ის დეფეკაციისა და გაზების შეკავებას დღემდე ვერ ახერხებს.
ბრალი სამ პოლიციელს წარუდგინეს, რომლებიც დღემდე
პირველ მათგანს 1-წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს, პლუს, კასტელენი 5 წელი საჯარო მოხელის თანამდებობას ვერ დაიკავებს. დანარჩენ ორი სამთვიანი პირობითი მსჯავრითა და საჯარო სამსახურიდან 2-წლიანი ჩამოშორებით დაისაჯნენ. ამ მომენტისთვის, სამივე პოლიციელი საფრანგეთის შსს-ში მუშაობს.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს შენობასთან შეკრებილი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა - ისინი პოლიციელებისთვის რეალური სასჯელების დაკისრებას ითხოვდნენ.
თავად თეოდორ ლუკაჰა ამჟამად 29 წლისაა, პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საფეხბურთო კაიერის გაგრძელება ვერ მოახერხა, სხვა რაიონში გადავიდა, სადაც დედასთან ერთად ცხვრობს და სახლიდან იშვიათად გამოდის.
მოკეტეთ!!
რაც რუსეთში ხდება რუსებს მოწონთ, ევროპაში გადაცდომებ კი აპროტესტებენ.