მბაპემ თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მა გასვლაზე "ლორიენი" 4:1 დაამარცხა, პარიზელთა ფორვარდმა კილიან მბაპემ კი დუბლი შეასრულა, რითაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 გოლი მოუგროვდა.

ამ მაჩვენებლით 25 წლის ფორვარდმა პირადი რეკორდი დაამყარა, რადგან ერთ კალენდარულ სეზონში კლუბის მაისურით 43 შედეგიანი დარტყმა არასდროს განუხორციელებია.

მბაპეს 26 გოლი ლიგა 1-ში, 8 ჩემპიონთა ლიგაზე, 8 საფრანგეთის თასზე, ერთიც კი საფრანგეთის სუპერთასზე აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წელს ოქროს ბურთს აიღებს.
დავით 67
17:04 25-04-2024
2
Რა ბელინგემი,რა მბამპე,რა კეინი. Კვარადონასია ოქროს ბურთი!
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
08:21 26-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული